პარლამენტის წინ მოძრაობა რამდენიმე წუთით გადაიკეტა
პარლამენტის წინ მოძრაობა რამდენიმე წუთით გადაიკეტა
16:27 12.05.2012
პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ რამდენიმე წუთით რუსთაველის გამზირი გადაკეტეს და მოძრაობა შეაფერხეს.
რამდენიმე წუთში აქციაზე სამართალდაცავი ორგანოები გამოჩნდნენ და აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეები ფიზიკური ძალის გამოყენებით შეავიწროვეს და გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანეს რის შემდეგაც მათ ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე, ავტომობილების სავალ ნაწილზე გადასვლის საშუალება აღუკვეთეს.
ამ წუთებში პარლამენტის წინ საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

ბეჭდვა