რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვს დღეს სოჭში შეხვდა.
ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტებს შორის, საუბრის ძირითადი თემა რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარების საკითხი გახლდათ.
„ყველამ ვიცით, თუ რა უძღოდა წინ თქვენს არჩევას. იმედს გამოვთქვავ, რომ სიტუაცია გამოსწორდება. რესპუბლიკაში ეკონომიკური და სოციალური ხასიათის ბევრი პრობლემაა. რუსეთი უახლესი ისტორიის მანძილზე, ყველაზე რთულ პერიოდში ოსი ხალხის გვერდით იდგა. აუცილებლობის შემთხვევაში, მშვიდობიან დღეებშიც მათ გვერდით ვიქნებით, რათა დაჩქარებულად მოგვარდეს არსებული პრობლემები“-განაცხადა პუტინმა.
შეგახსნებთ, ვლადიმერ პუტინი გუშინ სოჭში კიდევ ერთი ოკუპირებული რეგიონის ლიდერს - ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა.
