პარლამენტის წინ აქციის მონაწილეები იკრიბებიან
პარლამენტის წინ აქციის მონაწილეები იკრიბებიან
15:12 12.05.2012
პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ იკრიბებიან.
პარლამენტის წინ უკვე მოწყობილია სპეციალური ტრიბუნა და მიტანილია აპარატურა.
როგორც ,,ნისუპრესთან “ საუბრისას აფხაზეთიდან დევნილები აცხადებენ, ომის რიტორიკა და იარაღის ჟღარუნი უნდა შეწყდეს და ენგურის ორივე მხარეს მყოფებმა ერთმანეთს შერიგების ხელი უნდა გაუწოდონ.
მათივე თქმით ისინი უერთდებიან ,,განახლებული საქართველოსთვის“ ინიციატივას, რომლის თანახმადაც 12 მაისი ქართველთა, აფხაზთა და ოსთა შერიგების დღედ უნდა გამოცხადდეს.
აქციაზე ჯერჯერობით ,,განახლებული საქართველოსთვის“ ლიდერები არ გამოჩენილან .

ბეჭდვა