ლეიბორისტები პრეზიდენტს სტუდენტებისთვის სტატუსის აღდგენისკენ მოუწოდებენ
ლეიბორისტები პრეზიდენტს სტუდენტებისთვის სტატუსის აღდგენისკენ მოუწოდებენ
14:31 12.05.2012
ლეიბორისტული პარტია საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს 10 ათასზე მეტ სტატუსშეჩერებულ სტუდენტს სტატუსი აღუდგინოს და სტიპენდია დაუნიშნოს.  
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლეიბორისტული პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ განაცხადა, გაზრდილი სწავლის საფასურის გამო 10 ათასზე მეტი სტუდენტი უმაღლეს განათლებას ვერ იღებს, რაც ქვეყნის უბედურებაა.
"მიხეილ სააკაშვილმა თსუ-ში ვერ ჩააბარა. მისმა "კაკებეშნიკმა" ბიძამ ალასანიამ კიევის სასწავლებელში "გაუჩალიჩა" ადგილი. დღეს ამ ოროსან სააკაშვილს თავხედობა ჰყოფნის, რომ 100 ათასზე მეტ სტუდენტს ოროსანი დაუძახოს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი სწავლის გაგრძელებას გაძვირებული გადასახადისა და გაჭირვების გამო ვერ ახერხებენ“ - აღნიშნა ჯიბლაძემ და პრეზიდენტს სტუდენტებისთვის სტატუსის აღდგენისკენ მოუწოდა.
პაატა ჯიბლაძის განცხადებით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა უმაღლესი განათლების სისტემა კახა ბენდუქიძისა და გიული ალასანიას ბიზნესად აქცია, რასაც წერტილი უნდა დაესვას.

ბეჭდვა