ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერებმა ბაჩუკი ქარდავამ და გოგა გოგნიაშვილმა თელავის მოსახლეობას პარტიის პროგრამა - „დასაქმებული საქართველო“ გააცნეს.
„ნიუსპრესთან“ საუბარში ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა, რომ საქართველოში უმუშევრობა მთავარ პრობლემას წარმოადგენს, ამიტომაც ედპ სხვადასხვა რეგიონებში გამართულ შეხვედრაზე ამ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას.
ეროვნულ-დემოკრატები მიიჩნევენ,რომ პარლამენტმა დასაქმების შესახებ კანონი უნდა მიიღოს, რომლის საფუძველზე დასაქმების სახელმწიფო სააგენტო შეიქმნება. ამ სააგენტომ პირს უმუშევრის სტატუსი უნდა მიანიჭოს.
,,მოქალაქეებისთვის ჩვენი მთავარი გზავნილია - თავისუფალი ბიზნესი, დასაქმებული მოქალაქეები და შეძლებული ოჯახი“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მისივე განმარტებთ, რეგიონებში მეორე პრობლემა სოფლის მეურნეობას უკავშირდება, ამიტომ ხელისუფლებამ სოფლის მოსახლეობას ერთჯერადი დახმარება კი არ უნდა გაუწოს, არამედ, სისტემურად უნდა შეცვალოს დარგისადმი მიდგომა.
ედპ წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალის სახით საკუთარ გაზეთსაც გამოცემს, რომელსაც რეგიონების მოსახლეობას ურიგებს.
