26 მაისს, ქუთაისში დაგეგმილ პარლამენტის სხდომას მხოლოდ ერთი ოპოზიციონერი, დეპუტატი გურამ ჩახვაძე დაესწრება.
ედპ-ის წევრი მიიჩნევს, რომ თითოეული დეპუტატი თავის არჩევანში თავისუფალია და გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს.
„ქუთაისში პარლამენტის სიმბოლური სხდომა ჩატარდება, მე დეპუტატი ვარ და სადაც პარლამენტის სხდომა ჩატარდება იქ უნდა ვიყო“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ გურამ ჩახვაძემ.
წინასწარ ცნობილია, რომ 26 მაისს ქუთაისში გამართულ სხდომას 2 საპარლამენტო ფრაქციის „ქრისტიან-დემოკრატების“ და „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრები არ დაესწრებიან. ამ ფრაქციების თავმჯდომარეების გიორგი ახვლედიანისა და დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, ისინი 26 მაისს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ პიარ-აქციაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.
