დეპუტატები „შრომის კოდექსში“ ცვლილებებზე მსჯელობას იწყებენ
დეპუტატები „შრომის კოდექსში“ ცვლილებებზე მსჯელობას იწყებენ
12:53 12.05.2012
საკანონმდებლო ორგანო „შრომის კოდექსში“ ცვლილებებზე მსჯელობას იწყებს.  მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის განცხადებით, ქართული მხარე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან აქტიურად თანამშრომლობს, რომელსაც „შრომის კოდექსთან“ დაკავშირებით გარკვეული რეკომენდაციები აქვს. მისივე თქმით, ცვლილებების მომზადების შესახებ გადაწყვეტილება ამ ორგანიზაციასთან კონსულტაციების შემდეგ იქნა მიღებული.
მთავრობის საპარლამენტო მდივანი განმარტავს, რომ ამჟამინდელი 90 დღიანი ლიმიტი, რომელიც შრომით ურთიერთობაში გაფიცვის ხანგრძლივობის კუთხით არსებობდა უქმდება და ის აღარ იარსებებს.
გია ხუროშვილის თქმით, კოდექსში ცვლილება პროფესიული შრომითი კავშირის დაფუძნების საკითხსაც შეეხება.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პროფესიული კავშირის დასაფუძნებლად სულ მცირე 100 პირის ინიციტივა უნდა ყოფილიყო წარდგენილი, ცვლილებების მიღების შემდეგ კი ეს ციფრი 50-მდე შემცირდება.
„შრომის კოდექსთან“ დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები აქვს საპარლამენტო ოპოზიციას, რომელსაც პარლამენტში განხილვისას წარმოადგენს.

ბეჭდვა