საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, რომელიც მან ბათუმში ეუთოს ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობისას გააკეთა, საქართველოში ბიზნესწარმოების პრინციპი მთლიანად შეიცვალა.
„ეს არის ქრთამის და კორუმპირებული ჩინოვნიკების გარეშე მოქმედი სისტემა. ახლა ყველაფერი გამარტივებულად ერთ ცენტრში - იუსტიციის სახლებში კეთდება, სადაც მოქალაქეებს ნებისმიერი მომსახურების მიღება შეუძლიათ“ - აღნიშნა ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს მხოლოდ ეკონომიკური ცვლილებები არ არის, ეს არის მორალური ცვლილებაც, რაც მეწარმეებისთვის პირობების გამარტივებას გულისხმობს.
ეუთოს ეკონომიკური ფორუმი ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ მიმდინარეობს. მას ეუთოს 40-მდე ქვეყნის 200-ზე მეტი დელეგატი ესწრება.
