ივანიშვილმა სააფთიაქო ქსელი -„ Доктор столетови” გაყიდა
ივანიშვილმა სააფთიაქო ქსელი -„ Доктор столетови” გაყიდა
11:07 12.05.2012
ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში სააფთიაქო ქსელი -„ Доктор столетови” გაყიდა.
“утро ру-ს“ ინფორმაციით, ქართველმა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა, რუსეთში არსებული სააფთიაქო ქსელი პეტერბურგის ფარმაციის სადისტრიბუციო კომპანიას - „империя-Фармам“ დაახლოებით 60-70 მილიონ აშშ დოლარად მიყიდა.
როგორც ცნობილია, ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა ბანკი „რასიისკი კრედიტი“ კერძო ინვესტორთა ჯგუფს 352 მილიონ აშშ დოლარად რამდენიმე დღის წინ მიყიდა.
მყიდველები ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია „ლანიტ-ის“ პრეზიდენტი გიორგი გენსი, ბანკ „გლობექსის" ყოფილი მფლობელი ანატოლი მოტილევი და სადაზღვეო კომპანიის ყოფილი მფლობელი ბორის ხაიტი არიან. ბანკის აქციებს ფლობენ ასევე კერძო პირებიც.

ბეჭდვა