პრეზიდენტის თქმით მინისტრებს ბიზნესკლასით მგზავრობა ეკრძალებათ
პრეზიდენტის თქმით მინისტრებს ბიზნესკლასით მგზავრობა ეკრძალებათ
10:58 12.05.2012
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, მინისტრებს თვითმფრინავში ბიზნესკლასით მგზავრობა ეკრძალებათ.

ამის შესახებ მან ბიზნესდაჯილდოება „მერკური 2012“-ის ცერემონიაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული აკრძალვა პრეზიდენტის ოჯახის წევრებზეც ვრცელდება.

„თვითმფრინავის პირველ კლასში მხოლოდ ოპოზიციონერები სხედან“ - განაცხადა სააკაშვილმა.

„ყველანი ერთად არიან ხოლმე შეკრებილები. მას შემდეგ, რაც პირდაპირ „გაზპრომის“ ფულზე დაჯდნენ, პირველი კლასი მხოლოდ ოპოზიციონერებით არის სავსე“- აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ბიზნესმენებს ოპოზიციონერებთან ერთად მგზავრობა უხდებათ.

„ვშიშობ, რომ ბიზნესმენებს ეს პრივილეგია არ გაქვთ და გიხდებათ ოპოზიციასთან ჯდომა, მაგრამ არაუშავს, ისინი ვერ გაგაფუჭებენ, რადგან თქვენ ყველაფრის ფასი იცით“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პრეზიდენტმა ნომინაციაში - „წლის ბიზნესი“, გამარჯვებულს ჯილდო პირადად გადასცა.

ბეჭდვა