დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაცია ე.წ. პრეზიდენტს ლეონიდ თიბილოვის ხელმძღვანელობით დღეს სოჭში ჩავა. ამის შესახებ „აპსნიპრესი“ იუწყება.
თიბილოვი სოჭში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. შეხვედრაზე საუბარი „სამხრეთ ოსეთის განვითარების“ საკითხებს შეეხება.
ვლადიმერ პუტინი საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ლიდერებთან შეხვედრების გარდა, სოჭში ოლიმპიადისთვის მზადების პროცესს გაეცნობა და მშენებარე ობიექტებს დაათვალიერებს.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დე-ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ალექსანდრე ანქვაბს მდინარე ფსოუსთან გუშინ შეხვდა.
