ვლადიმერ პუტინი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა
ვლადიმერ პუტინი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა
16:37 11.05.2012
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დე-ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა.

როგორც დე-ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსმა კრისტიან ბჟანიამ „აპსნიპრესს“ განუცხადა, შეხვედრის ფარგლებში, ანქვაბმა და პუტინმა საავტომობილო სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დაათვალიერეს, რომლის რეკონსტრუქცია ახლახან დასრულდა.

შეხვედრა პრეზიდენტებს შორის მდინარე ფსოუთან შედგა, სადაც პრეზიდენტების თანდასწრებით რუსეთსა და დე-ფაქტო მთავრობას შორის პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლის შესახებ ოქმი გაფორმდა.

ცერემონიის შემდეგ ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრე ანქვაბი სოჭში გაემგზავრნენ.

რაც შეეხება დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ პრეზიდენტს ლეონიდ თიბილოვს, ის რუსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად სოჭს ხვალ ეწვევა.


ბეჭდვა