საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საქართველოში უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შანდორ საბოს შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ელჩმა ვაშაძეს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იანოშ მარტონის წერილი გადასცა, რომელიც საქართველოსა და უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავს ეძღვნება.
მათივე ცნობით, ვაშაძისადმი მიწერილ წერილში საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი უნგრეთის მხარდაჭერაზეა საუბარი.
