ნიკა გილაური ნორვეგიის სამეფო მემკვიდრეს შეხვდა
ნიკა გილაური ნორვეგიის სამეფო მემკვიდრეს შეხვდა
14:49 11.05.2012
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ნორვეგიაში იმყოფება. იგი შეხვედრებს დედაქალაქ ოსლოში მართავს.

გილაური ნორვეგიის პრინცს, სამეფო ტახტის მემკვიდრე ჰააკონ მაგნუსს უკვე შეხვდა. შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა და მათ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ-კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. როგორც მაგნუსმა ნიკა გილაურს განუცხადა, იგი უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.

გილაური ნორვეგიაში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქის, თამთა ლიპარტელიანის მამას ავთანდილ ლიპარტელიანსაც შეხვდა და მის მიმართ მხარდაჭერა გმოხატა.

როგორც „ნიუსპრესს“ პრემიერის პრესსმასახურში განუცხადეს, გილაური ოსლოში 10 მაისს გაემგზავრა და საქართველოში ხვალ გამთენიისას დაბრუნდება.

ბეჭდვა