ექსპერტი რამაზ საყვარელიძე საქართველოში აშშ-ს მომავალ ელჩად რიჩარდ ნორლანდის კანდიდატურის წარდგენას დადებითად აფასებს.
როგორც მან "ნიუსპრესთან" საუბაში განაცხადა, რიჩარდ ნორლანდი მაღალი კომპეტენციის მქონე დილპლომატია და ის ფაქტი, რომ ელჩად ასეთი პიროვნება ინიშნება ამერიკის მხრიდან საქართველოსადმი სერიოზულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.
რამაზ საყვარელიძის აზრით, რიჩარდ ნორლანდის კონფლიქტურ ზონებში მუშაობის დიდი გამოცდილება საქართველოსთვის სავარაუდოდ სარგებლის მომტანი იქნება. მისი თქმით, ეს რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარებას ხელს შეუწყობს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სენატს ახალი ელჩების კანდიდატურები წარუდგინა. მათ შორისაა მომავალი ელჩი საქართველოში - რიჩარდ ნორლანდი, რომელიც ჯონ ბასს სავარაუდოდ სექტემბერ-ოქტომბერში ჩაანაცვლებს.
