ვლადიმერ პუტინი სოჭში ანქვაბს და თიბილოვს მიიღებს
ვლადიმერ პუტინი სოჭში ანქვაბს და თიბილოვს მიიღებს
11:50 11.05.2012
რუსეთის ფედრაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოჭში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტებს ალექსანდრე ანქვაბს და ლეონიდ თიბილოვს შეხვდება, იუწყება „ვესტი.რუ“.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, ანქვაბი და პუტინი საავტომობილო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს "Веселое — Адлер"-ს დაათვალიერებენ, რომლის რეკონსტრუქცია ახლახან დამთავრდა, ხოლო ზაფხულისთვის ფეხითმოსიარულეთა გზის რეკონსტრუქციის დასრულება იგეგმება.
პუტინი და ანქვაბი შეხვედრაზე რეგიონალური მნიშვნელობის საკითხებს განიხილავენ.

რაც შეეხება ლეონიდ თიბილოვს, ის რუსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად, სოჭს ხვალ ეწვევა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ლიდერებთან შეხვედრების გარდა, სოჭში ოლიმპიადისთვის მზადების პროცესს გაეცნობა და მშენებარე ობიექტებს დაათვალიერებს.

ბეჭდვა