რატი მაისურაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს რამდენიმე კითხვა დაუსვა
რატი მაისურაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს რამდენიმე კითხვა დაუსვა
19:13 10.05.2012
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა რატი მაისურაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს მომხმარებლის უფლებებთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაუსვა.
დეპუტატი დაინტერესდა, მიიჩნევს თუ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მომხმარებლის უფლების დარღვევად იმას, რომ კომერციულ ბანკს სასესხო ხელშეკრულებაში გათვალისწინებული აქვს პუნქტი, რომლზე დაყრდნობითაც მას შეუძლია ნებისმიერ დროს შეცვალოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკრედიტო პირობები, ისე რომ აღნიშნული არ შეუთანხმოს ხელშეკრულების მეორე მხარეს.
მაისურაძის თქმით, საკრედიტო ხელსეკრულების ასეთი კაბალური პირობები ხელს უშლის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.

ბეჭდვა