სერგი კაპანაძე გალის შეხვედრების აღდგენის იმედს გამოთქვამს
სერგი კაპანაძე გალის შეხვედრების აღდგენის იმედს გამოთქვამს
18:50 10.05.2012
ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში შექმნილი კომისიის თანათავმჯდომარეები მოსკოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრებს 22 მაისს გამართავენ.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ განაცხადა, იმედია, რომ მოსკოვში შეხვედრების შემდეგ, ინციდენტის პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გალის შეხვედრები განახლდება.

„მოსკოვი წყვეტს გაგრძელდება თუ არა გალის შეხვედრები ცხინვალისა და სოხუმის მარიონეტული რეჟიმების მონაწილეობით. მთავარ გადაწყვეტილებებს სწორედ იქ იღებენ. იმედი გვაქვს, რომ ის მოლაპარაკებები, რომლებსაც თანათავმჯდომარეები მოსკოვში გამართავენ წარმატებული იქნება“- აღნიშნა კაპანაძემ.

კომისიის თანათავმჯდომარეები თბილისსა და ცხინვალში იმყოფებოდნენ.

თბილისიდან სტუმრები გალში გაემგზავრნენ, სადაც მოლაპარაკებას დე ფაქტო ხელისუფლებასთან მართავენ.

აფხაზეთიდან ისინი მოსკოვში გაემგზავრებიან.

ბეჭდვა