კონტროლის პალატამ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ფინანსურ ოპერაციებში უზუსტობები დააფიქსირა
კონტროლის პალატამ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ფინანსურ ოპერაციებში უზუსტობები დააფიქსირა
18:05 10.05.2012
კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ფინანსურ ოპერაციებში უზუსტობები ფიქსირდება.

განცხადების თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ტრანზაქციაა გასარკვევი. კერძოდ, 2/2/2012 5209.78 ხარჯი გასარკვევია 4770145110001 სატრანზიტო ანგარიში, და 2/10/2012 5000 ხარჯი გასარკვევია - GE92LB0080000010030000 სალარო ლარში.

ასევე, გამოსათხოვია სალაროს ანგარიშგება ხარჯების ნაწილის და 23 009 ლარის აქტივის შეძენის დასადასტურებლად.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ქართული ოცნების“ შემთხვევაში,
საბანკო ამონაწერში იჯარასთან დაკავშირებული მხოლოდ ერთი ტრანზაქცია ფიქსირდება. კერძოდ, შპს „ძველი უბანი“-17524 ლარი და არ არის წარდგენილი რეგიონული ოფისების იჯარის ხარჯები.

მათი ინფორმაციით, საბანკო ამონაწერში ფიქსირდება მხოლოდ გაზეთის ბეჭვდისა და გამოცემის ხარჯები 130 000 ლარი და არ ჩანს, თუ რა ხარჯებთან არის დაკავშირებული ფიზიკური პირების მიერ გაზეთების გავრცელება.

„წარმოდგენილი ინფორმაციებიდან საერთოდ გაურკვეველია ორგანიზაციის სიმბოლიკის ამსახველი მაისურების დამზადებისა და გავრცელების ხარჯები. აქტივების რეესტრი არასწორადაა შევსებული“ - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, სხვადასხვა სახის უზუსტობები დაუდგინდათ დანარჩენ პოლიტიკურ სუბიექტებსაც. კერძოდ, „ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას“, პოლიტიკურ გაერთიანება "ეროვნულ ფორუმს“, პარტია „საქართველოს გზას", საქართველოს ერთიან კომუნისტურ პარტიას, „ლეიბორისტულ პარტიას“, „მწვანეთა პარტიას“, „რესპუბლიკურ პარტიას“, პოლიტიკურ გაერთიანებას „ხალხის პარტია", პარტია „თავისუფალი საქართველო", აიპ „რესპუბლიკური ინსტიტუტი“.

ასევე, უზუსტობები დაუდგინდათ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებებს - "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", „საქართველოს სახალხო ფრონტს“, „მთლიან საქართველოს", მოძრაობას „სამართლიანი საქართველოსთვის“, „საქართველოს მშრომელთა საბჭოს", „ქრისტიან-დემოკრატიულ სახალხო პარტიას", „ქართულ პარტიას", „დემოკრატიული განახლება - ჩვენი საქართველო გაბრწყინდება" და „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები".

ბეჭდვა