ჯონ ბასს რიჩარდ ნორლანდი შეცვლის
ჯონ ბასს რიჩარდ ნორლანდი შეცვლის
12:23 19.02.2012
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სენატს საქართველოში ამერიკის ახალი ელჩის კანდიდატურა წარუდგინა.
ამჟამად მოქმედ ელჩს, ჯონ ბასს რიჩარდ ნორლანდი შეცვლის.
შეერთებული შტატების საქართველოს საელჩოს შემდეგი ხელმძღვანელი რიჩარდ ნორლანდი 2007-2010 წლებში უზბეკეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იყო.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, უზბეკეთში ელჩობამდე ნორლანდი ორი წლის განმავლობაში აშშ-ს საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ ავღანეთში მსახურობდა. ის სხვადასხვა დროს დიპლომატიური მისიით საქმიანობას ეწეოდა რიგაში, დუბლინსა და მოსკოვში

ყოფილი პრეზიდენტების, ბილ კლინტნისა და ჯორჯ ბუშის დროს ნორლანდი 2 წლის მანძილზე, ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპულ საქმეთა ხელმძღვანელი იყო.

რიჩარდ ნორლანდი 1955 წელს დაიბადა. იგი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის საგარეო საქმეთა სკოლის ბაკალავრის ხარისხის მფლობელი და ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მაგისტრია.

ბეჭდვა