დეპუტატები კომიტეტებს ამომრჩევლებთან შეხვედრისას მიღებულ ინფორმაციას წერილობით მიაწვდიან
დეპუტატები კომიტეტებს ამომრჩევლებთან შეხვედრისას მიღებულ ინფორმაციას წერილობით მიაწვდიან
15:49 10.05.2012

დეპუტატებს საპარლამენტო კომიტეტებისთვის ამომრჩევლებთან შეხვედრისას მიღებული ინფორმაციის წერილობით მიწოდება დაევალებათ.

 ამას პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტი ითავლისწინებს, რომლის განხილვაც საპროცედურო საკითხთა კომიტეტში დღეს პირველი მოსმენით მოხდა.
კომიტეტის თავმჯდომარის ხათუნა გოგორიშვილის განმარტებით, ამომრჩევლებთან შეხვედრა მაჟორიტარული და პარტიული წესით არჩეული დეპუტატისთვის სავალდებულო გახდება.
დეპუტატებს ამომრჩევლისგან მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და მასზე რეაგირება დაევალებათ. აღნიშნული ინფორმაცია პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც განთავსდება.

ბეჭდვა