ტყემალაძე-„ქართული ოცნების“ კოალიციის კვოტებთან დაკავშირებით გადამწყვეტი ხმა ივანიშვილს უნდა ჰქონდეს
ტყემალაძე-„ქართული ოცნების“ კოალიციის კვოტებთან დაკავშირებით გადამწყვეტი ხმა ივანიშვილს უნდა ჰქონდეს
14:29 10.05.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ზურაბ ტყემალაძე მიიჩნევს, რომ კოალიციაში კვოტების გადანაწილების შემთხვევაში ყველაზე ბევრი კვოტა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ექნება.
მისი თქმით, კოალიციაში კვოტების გადანაწილებაზე საუბარი ჯერჯერობით არ ყოფილა.
ტყემალაძის განმარტებით, საარჩევნო ბლოკის შექმნის შემდეგ, კოალიციის წევრ პარტიებს საარჩევნო სიის კანდიდატების წარდგენის საშუალება ექნებათ.
„მიმაჩნია, რომ სიისთვის საუკეთესო კანდიდატები ობიექტური შეჯერებისა და განხილვის შედეგად უნდა შეირჩეს“ - განაცხადა ტყემალაძემ და აღნიშნა, რომ კოალიციის სიაში მრეწველების ბევრი აქტიური წევრი მოხვდება.
მისი თქმით, პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიები, არამედ სახელისუფლებო გუნდიც გამოაცოცხლა.
ტყემალაძის განმარტებით, ივანიშვილმა დიდი როლი შეასრულა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების გამოცოცხლებაში და ბუნებრივია, კვოტებთან დაკავშირებით კოალიციაში მას გადამწყვეტი ხმა ექნება.

ბეჭდვა