ტყემალაძე -„ქართულ ოცნებაში“ პოზიციის შეჯერება აზრთა გაცვლა-გამოცვლის შედეგად ხდება
ტყემალაძე -„ქართულ ოცნებაში“ პოზიციის შეჯერება აზრთა გაცვლა-გამოცვლის შედეგად ხდება
14:14 10.05.2012
კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ ნატო-სთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა პრობლემებს არ ქმნის.  ამის თაობაზე კოალიცია ქართული ოცნების“ და პარტია „მრეწველების“ წევრმა ზურაბ ტყემალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, კოალიციაში განსხვავებული პოზიცია პრობლემას არ წარმოადგენს და პოზიციის შეჯერება აზრთა გაცვლა-გამოცვლის შედეგად ხდება.
„ნატო-ში გაწევრიანებაზე ძალიან ბევრი საუბრობს, თუმცა, საზოგადოებამ ნაკლებად იცის რა არის ნატო. კოალიციაში არის აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ჩვენთვის მთავარი მიზნის მიღწევაა“ - განაცხადა ტყემალაძემ.
მისი განმარტებით, კოალიციის მიზნები დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება და ქვეყნის გაერთიანებაა, ალიანსი კი, ამ მიზნის მიღწევის სხვადასხვა საშუალებიდან ერთ-ერთია.
ტყემალაძემ, ასევე, აღნიშნა, რომ „მრეწველებსა“ და კოალიციის სხვა წევრებს შორის ნატო-სთნ დაკავშირებით მსჯელობა ჯერჯერობით არ შემდგარა.

ბეჭდვა