ლიცენზიის გარეშე საქმიანობის მქონე მაუწყებლები ავტორიზაციას დაექვემდებარებიან.
“მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებების თანახმად, საერთო ან სპეციალიზებული მაუწყებლობის განხორციელების მსურველმა, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას უნდა მიმართოს. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს პერსონალური ინფორმაციები, განსახორციელებელი მაუწყებლობის სახეობა, რომლის ავტორიზაციასაც მსურველი ითხოვს, საქმიანობის მოკლე აღწერილობა და მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში.
განცხადებას უნდა დაერთოს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ფიზიკური პირის შემთხვევაში – საიდენტიფიკაციო შესაბამისი დოკუმენტის ასლი და შესაბამისობის დეკლარაცია.
პროექტის თანახმად, ავტორიზაციის განუხორციელებლობა პირს უფლებას არ ართმევს, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისთვის.
