ტყემალაძე - კოალიციაში ბურჯანაძის და საერთოდ, მთელი ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებას ვისურვებდი
ტყემალაძე - კოალიციაში ბურჯანაძის და საერთოდ, მთელი ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებას ვისურვებდი
13:16 10.05.2012
ქართული ოპოზიციური სპექტრის სრულად გაერთიანება შეუძლებელია. ამის შესახებ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ და პარტია „მრეწველების“ წევრმა ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის გაერთიანების საკითხი კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომაზე არ განხილულა.
მისივე თქმით, ამ საკითხზე არც კოალიციის ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე უსაუბრია.
„ჩემი აზრით, ნინო ბურჯანაძე კარგი პოლიტიკოსი, განათლებული და კარგი პიროვნება, ასევე, მწვავე ოპოზიციური სპექტრის ერთ-ერთი წარმომადგენელია“ - განაცხადა ტყემალაძემ და აღნიშნა, რომ ისურვებდა კოალიციაში ბურჯანაძის და საერთოდ, მთელი ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებას.
თუმცა, ტყემალაძემ განმარტა, რომ სამწუხაროდ, ოპოზიციური სპექტრის სრულად გაერთიანება რთულია და ვერ მოხერხდება, რადგან, მისი თქმით, ამის გარკვეული სუბიექტური და ობიექტური მიზეზები არსებობს.

ბეჭდვა