ლეიბორისტები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს პარტიის ლიდერის - შალვა ნათელაშვილის დევნაში ადანაშაულებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მერაბიშვილი ნათელაშვილზე მიზანმიმართულად „ნადირობს“. კერძოდ, ლეიბორისტები აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა წუხელ, დუშეთის რაიონ სოფელ ბაზალეთში შალვა ნათელაშვილის სახლთან ეკიპირებული საპატრულო ჯგუფი ჩაუსაფრა, რომელმაც პარტიის ლიდერის ავტომანქანა უსაფუძვლოდ შეამოწმა.
პარტიის ინფორმაციით, ე.წ. სიმთვრალე-სიფხიზლის ტესტი ნათელაშვილის მძღოლსაც ჩაუტარდა.
„ეს აშკარა აღვირახსნილობა მორიგი ღია რეპრესიების დაწყებაზე მიუთითებს“-აღნიშნავენ ლეიბორისტები.
პარტია ამ ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვებას არ აპირებს.
