ლიბერალური ინტერნაციონალის ბიუროს წევრი ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტით გაოგნებულია
ლიბერალური ინტერნაციონალის ბიუროს წევრი ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტით გაოგნებულია
12:20 10.05.2012
ლიბერალური ინტერნაციონალის ბიუროს წევრის დიდ ბრიტანეთში რობერტ ვუდზორფ ბრაუნის განცხადებით, ის კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილისთვის  მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტით გაოგნებულია.

დელეგაცია თბილისში იმყოფება და ის უკვე შეხვდა კოალიციის წარმომადგნლებს.

ბრაუნის განცხადებით, ასევე გამაოგნებელია კოალიციის მიმართ კონტროლის პალატის მიერ განხორციელებული ქმედებები.

„ეს არის გამაოგნებელი. არ მსმენია ევროკავშირის და ნატო-ს წევრ ქვეყანაში რაიმე მსგავსი მომხდარიყოს. ეს ძალიან უცნაურია, არ შეგვიძლია ამაზე დამატებით სხვა რაიმეს თქმა“ - აღნიშნა მან.

რობერტ ვუდზორფ ბრაუნმა ყურადღება პრესის თავისუფლების მნიშვნელობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ დემოკრატიის განვითარებისთვის მასმედიის ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია.

„იმედი მაქვს, პოლიტიოსების ყველა გზავნილი მოსახლეობამდე სწორად მივა “ -აღნიშნა მან.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები საქართველოში ვიზიტით მყოფ ლიბერალური ინტერნაციონალის 17 კაციანი დელეგაციის წევრებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართა.

ბეჭდვა