ბაქრაძე “საქართველოს აზერბაიჯანელ სტუდენტთა ასოციაციის” პირველ ყრილობას დაესწრება
ბაქრაძე “საქართველოს აზერბაიჯანელ სტუდენტთა ასოციაციის” პირველ ყრილობას დაესწრება
10:08 10.05.2012
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს “საქართველოს აზერბაიჯანელ სტუდენტთა ასოციაციის” პირველ ყრილობას დაესწრება.
ყრილობა აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის - ჰეიდარ ალიევის დაბადების დღეს ეძღვნება.
ყრილობა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის I კორპუსის სააქტო დარბაზში14:00 საათზე გაიმართება.
დავით ბაქრაძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა. იგი თბილისში გუშინ დაბრუნდა.


ბეჭდვა