საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატები“ პარლამენტს სოფლის მეურნეობის შესახებ კანონპროექტს წარუდგენენ. ამის შესახებ დღეს პრესკონფერენციაზე
ფრაქციის წევრმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა.
თარგამაძის თქმით, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრებმა სოფლის მეურნეობის ექსპერტებთან, ამ საკითხზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტებთან კონსულტაცია გაიარეს.
„სოფლის მეურნეობის შესახებ სრულიად ახალი კანონპროექტი უკვე მზად გვაქვს და პარლამენტში მის ინიცირებას ორ კვირაში ვგეგმავთ“ - აღნიშნა თარგამაძემ.
