კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი 27 მაისს დაგეგმილი აქციის თავისუფლების მოედანზე გამართვის მიზეზებს განმარტავს.
ვაკის პარკში ჟურნალისტებთან საუბრისას ივანიშვილმა განაცხადა, რომ თავისუფლების მოედანი აქციაზე ხალხის მოსალოდნელი მრავალრიცხოვნობის გამო შეირჩა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან აქციის ჩატარებაზე პირველი განცხადების გაკეთების შემდეგ, მოსახლეობის რეაქციის შედეგად გაირკვა, რომ არათუ „ლოკომოტივის“ სტადიონი, არამედ „დინამოს“ სტადიონიც ძალიან პატარა იქნებოდა ამისთვის. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს აქცია თავისუფლების მოედანზე ჩაეტარებინათ.
კოალიცია აქციას 27 მაისს 15.00 საათზე გეგმავს.
