პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, 12 მაისს, დედაქალაქსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში დაგეგმილ
დევნილთა აქციასთან დაკავშირებით, დღეს თბილისის მეტროსადგურებთან საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს.
როგორც „ნიუსპრესს“ პარტიის წარმომადგენელმა სოსო გიორგაძემ განუცხადა, 12 მაისის შეკრება მხოლოდ მათი პოლიტიკური პარტიის აქცია არ არის, ეს არის სახელმწიფოებრივი ნაბიჯი, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით უნდა გადაიდგას.
„განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა და სოციალური კუთვნილებისა, ყველას ვალია მონაწილეობა მიიღოს აფხაზთა და ქართველთა შერიგებაში, რადგან ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად 12 მაისიდან უნდა დაიწყოს სერიოზული ძვრა. ვცდილობთ, საზოგადოების მაქსიმალურ ინფორმირებას აქციის თაობაზე“-განაცხადა გიორგაძემ.
