9 მაისი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ურუშაძემ მიულოცა და უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.
ანდრია ურუშაძის თქმით, დღევანდელი დღე დიდი გამარჯვება იყო, რადგანაც ქართველმა ხალხმა სხვა ხალხებთან ერთად, უზარმაზარი მტერი - ფაშიზმი დაამარცხა.
„მინდა ქედი მოვიხარო იმ ხალხის წინაშე, ვინც გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე, მაგრამ ორჯერ უფრო გმირია ის მოქალაქე, რომელიც დაბრუნდა და მიუხედავად უამრავი გაჭირვებისა, ქვეყნის მშენებლობაში მონაწილეობს“ - აღნიშნა ურუშაძემ.
მისივე თქმით, დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვისაც.
