ფაშიზმზე გამარჯვების 67-ე წლისთავთან დაკავშირებით ვაკის პარკში ვეტერანები დილიდან შეიკრიბნენ
ფაშიზმზე გამარჯვების 67-ე წლისთავთან დაკავშირებით ვაკის პარკში ვეტერანები დილიდან შეიკრიბნენ
12:22 09.05.2012
ვაკის პარკში, დღეს დილიდან უცნობი ჯარისკაცის საფლავთან ომის ვეტერანები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები მივიდნენ.
ვაკის პარკში იმყოფებოდნენ თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების, დაზვერვის სამსახურისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მე-2 მსოფლიო ომის ვეტერანები ერთმანეთს 9 მაისს ულოცავენ.
ვაკის პარკში მყოფ ვეტერანებსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს სიტყვით გამოსვლის საშუალებაც აქვთ.


ბეჭდვა