„განახლებული საქართველოსთვის“ წევრები ბაგებში დევნილებს შეხვდნენ
„განახლებული საქართველოსთვის“ წევრები ბაგებში დევნილებს შეხვდნენ
10:53 09.05.2012
სტუდქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილების მთავარ პრობლემად „პოლიტიკური პარტია“ განახლებული საქართველოსთვის წევრები უმუშევრობას, მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ  პირობებს, უარყოფით საცხოვრებელ გარემოს, სოციალური შეღავათების უქონლობასა და არახელმისაწვდომ ჯანდაცვას ასახელებენ.
ამის შესახებ პარტიის თავამჯდომარემ და სხვა ლიდერებმა ბაგებში, სტუდქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დევნილები 12 მაისს თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილი დევნილთა შეკრებით დაინტერესდნენ.
შეხვედრაზე პარტიის თავმჯდომარემ ნანა გულუამ მათ პარტიის მიზნები და ამოცანებიც გააცნო.
,,იმედი მაქვს, დევნილების ცხოვრებაში 12 მაისის შემდეგ ახალი ეტაპი დაიწყება” - განაცხადა მან.
12 მაისს 15:00 საათზე თბილისში, რუხში, ბათუმში, რუსთავში, ფოთში, ხობსა და ჩხოროწყუში დევნილთა შეკრების გამართვა იგეგმება.

ბეჭდვა