საქართველოს შვედეთის სამეფოს პარლამენტის წარმომადგენლები ეწვევიან
საქართველოს შვედეთის სამეფოს პარლამენტის წარმომადგენლები ეწვევიან
10:44 09.05.2012
საქართველოს 12 მაისს შვედეთის სამეფოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში „მოდერატების პარტიის“ წევრები ესტუმრებიან.
ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებულია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან შეხვედრა.
შეხვედრები გაიმართება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან გიგა ბოკერიასთან, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ეკა ტყეშელაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე მიხეილ მაჭავარიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებთან.
შვედეთის სამეფოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლები ასევევ შეხვდებიან ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს დავით დარჩიაშვილს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს აკაკი მინაშვილს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს გივი თარგამაძეს.
ისინი ქუთაისსაც ესტუმრებიან და ბაგრატის ტაძარს, გელათის მონასტერს, პარლამენტის ახალ შენობასა და მთავრობის სახლს დაათვალიერებენ. დელეგაცია გორშიც ჩავა.
შვედეთის სამეფოს პარლამენტის წარმომადგენლები საქართველოს 16 მაისს დატოვებენ.

ბეჭდვა