ეკა ტყეშელაშვილი ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს
ეკა ტყეშელაშვილი ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს
10:18 09.05.2012
ჩიკაგოს სამიტამდე ცოტა ხნით ადრე, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილი  კონგრესის ორივე პალატის წევრებთან შეხვედრებს მართავს.

ტყეშელაშვილი ვაშინგტონში სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ქართულ-ამერიკულ ფორუმსაც დაესწრო.

„ფუნქციონალური თვალსაზრისით, საქართველო სამიტზე წარმოჩინდება როგორც ასპირანტი სახელმწიფო ამ ორგანიზაციის მომავალ წევრად და არა როგორც მხოლოდ პარტნიორი. ამიტომ, სისტემურად ჩვენ უკვე ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადავდივართ“- აღნიშნა ტყეშელაშვილმა.

დღეს მინისტრი ამერიკულ უნივერსიტეტში საჯარო გამოსვლას გეგმავს. იგი ნატო-ს გაფართოებისა და ალიანსის ღია კარის პოლიტიკაზე გაამახვილებს ყურადღებას.


ბეჭდვა