ქალაქ ლაზიკასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პარლამენტმა საყოველთაო–სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია შექმნა.
კომისიის შემადგენლობაში შედიან - პავლე კუბლაშვილი, ლევან ვეფხვაძე, დავით დარჩიაშვილი, აკაკი მინაშვილი, ნუგზარ წიკლაური, ზურაბ მელიქიშვილი, გია თორთლაძე, ანდრო ალავიძე, გიორგი ახვლედიანი, ვახტანგ ბალავაძე, გურამ ჩახვაძე, რატი მაისურაძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, პეტრე ცისკარიშვილი, პაატა დავითაია, გიორგი ცაგარეიშვილი, ჯონდო ბაღათურია, დიმიტრი ძაგნიძე, ვასილ გონაშვილი, გიორგი კვერენჩიხლაძე, ირაკლი ბურდული, დავით კერესელიძე და ნანა ჯიბლაძე.
ლაზიკაში დაბალი საგადასახადო რეჟიმი და მაღალი დონის თვითმმართველობა იქნება. ლაზიკას სპეციალური სტატუსი ექნება. საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია.
