საქართველოს კონტროლის პალატას სახელწოდება ეცვლება და მას სახელმწიფო აუდიტის სამსახური დაერქმევა.
პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დღეს საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო.
უმრავლესობის აზრით, კონტროლის პალატის სახელწოდების შეცვლა უწყებაზე დაკისრებული ფუნქციების შესაბამისად მოხდა.
ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია კი მიიჩნევს, რომ კონტროლის პალატისთვის უფრო შესაფერისი სახელი „პარტიების პროკურატურა“ იქნებოდა.
