ამერიკელი მილიონერი ენდრიუ მურდზა და მისი ქართველი პარტნიორი დავით კარტოზია ივანიშვილის გუნდს შეუერთდებიან.
როგორც დღეს სოციალური ქსელის „სკაიპის“ მეშვეობით აშშ-დან პირდაპირი ჩართვისას დავით კარტოზიამ განაცხადა, ამერიკის მოქალაქე ენდრიუ მურზა საქართველოში ჩამოსვლას და მოქალაქეობის მიღებას გეგმავს.
კარტოზია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას იცნობს და მოხარული იქნება თუ მის პარტიაში მიიღებენ.
ამერიკელი მილიონერი ენდრიუ მურდზა და დავით კარტოზია აცხადებენ, რომ „ლაზიკა“ მათი პროექტია და ის საქართველოს მთავრობამ მათ მოჰპარა.
