ქალაქ ლაზიკასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილება შედის
ქალაქ ლაზიკასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილება შედის
16:55 08.05.2012
საქართველოს კონსტიტუციაში კიდევ ერთი ცვლილებება შედის, რომელიც ქალაქ ლაზიკის სპეციალურ სტატუსს უკავშირდება.  ამის შესახებ დღეს ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი. საკონსტიტუციო ცვლილების ავტორი საქართველოს პრეზიდენტია.
ცვლილებებთან დაკავშირებით წინასწარ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ დღეს პარლამენტში ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის საყოველთაო–სახალხო კომისიის სხდომა შეიქმნება.
ჟურნალისტებთან საუბარში ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ კონსტიტუციაში ლაზიკასთან დაკავშირებული ცვლილება მოულოდნელი იყო და დეტალებზე საუბარი არ შეუძლია, რადგან ჯერ მისთვის ცნობილი არაფერია.
„კონსტიტუციის დონეზე უნდა განისაზღვროს ლაზიკის სპეციალური სტატუსი. საქართველოს ისტორიაში მსგავსი პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა. ჩვენთვის გაუგებარია რას ემყარება აღნიშნული ინიციატივა“ – აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

ბეჭდვა