„ლეიბორისტები“ სასაზღვრო პოლიციას ნათელაშვილის უკანონოდ ჩხრეკაში ადანაშაულებენ
„ლეიბორისტები“ სასაზღვრო პოლიციას ნათელაშვილის უკანონოდ ჩხრეკაში ადანაშაულებენ
16:09 08.05.2012
„ლეიბორისტული პარტიის“ წევრები ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ პარტიის იდეოლოგიურმა მდივანმა გიორგი გუგავამ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, საზღვრის დაცვის პოლიციას პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ე.წ. შავ სიაში ჰყავს შეყვანილი, რომლის საფუძველზეც, საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში, მისი გაჩერება და სპეციალური საშუალებებით ჩხრეკა ხდება.

მისივე თქმით, აღნიშნული ქმედება ნათელაშვილის მიმართ უკვე არაერთხელ განხორციელდა.

პარტიის წევრები შინაგან საქმეთა მინისტრისგან იმ საიდუმლო ბრძანებულების გამოქვეყნებას ითხოვენ, რის საფუძველზეც შალვა ნათელაშვილის საზღვარზე გაჩერება და ჩხრეკა ხდება.

ბეჭდვა