თემურ შაშიაშვილი მიხეილ სააკაშვილს ტყუილში ადანაშაულებს
თემურ შაშიაშვილი მიხეილ სააკაშვილს ტყუილში ადანაშაულებს
16:04 08.05.2012
მოძრაობა „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ტყუილში ადანაშაულებს.

როგორც მოძრაობის ლიდერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პრეზიდენტმა ქუთაისის ექს-მერი, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი თეიმურაზ შაშიაშვილი დაუსაბუთებლად გააკრიტიკა.

მისი თქმით, სააკაშვილის განცხადებით, შაშიაშვილმა არ იცის, რომ ყოფილი სასტუმრო „ივერიის“ წინ მდგარ დავით აღმაშენებლის ძეგლს რუსეთისკენ ჰქონდა ხელი გაშვერილი.

„ჯერ ერთი, ეს რუსეთი რა გახდა და მეორე, მაშინ აღმაშენებელს ევროპისკენ ჰქონდა ხელი გაწვდილი, რუსეთისკენ კი, სწორედ ახლა იხედება“ - განაცხადა შაშიაშვილმა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა ქუთაისში, ასევე, აღნიშნა, რომ წალენჯიხიდან ხალხი რომ მოჰყავდა, მაშინ შაშიაშვილი იყო გუბერნატორი და აღმაშენებლის ძეგლთან ერთი ნათურა ბჟუტავდა.

„მწუხარებით ვაცხადებ, საცოდავი საქართველო ასეთი პრეზიდენტის ხელში. როცა გუბერნატორი ვიყავი ელექტროენერგია 5-6 თეთრი ღირდა და ყველაფერი ქართველების ხელში იყო. დღეს მთელი ენერგეტიკული რესურსი რუსეთს გადასცეს და თბილისში დენის ტარიფი ნაგავთან ერთად 22 თეთრს აღწევს“- განაცხადა შაშიაშვილმა.

მისი თქმით, დღეს ენერგეტიკაში რუსული ფულია ჩადებული, რის შედეგადაც საქართველოში ყველაფერს რუსები და თურქები აშენებენ.

ბეჭდვა