“ქრისტიან-დემოკრატები” ხელისუფლებას ომის ვეტერანების დაზღვევისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დღეს პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
თარგამაძის განმარტებით, ადამიანებს, რომლებმაც ჯანმრთელობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას შესწირეს, ჯანდაცვის ელემენტარული ხელმისაწვდომობა არ გააჩნიათ.
უმცირესობის ლიდერი პრეზიდენტის იმ ინიციატივასაც გამოეხმაურა, რომელიც სტუდენტების დაზღვევას ეხება. თარგამაზე ამბობს, რომ სტუდენტთა დაზღვევას „ქრისტიან-დემოკრატები“ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში აქტიურად ითხოვდნენ.
