ბაჩუკი ქარდავა სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს
ბაჩუკი ქარდავა სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს
09:39 08.05.2012
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ განახლებული პროგრამის - „დასაქმებული საქართველო“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

როგორც „ნიუსპრესს“ ედპ-დან აცნობეს, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ბაჩუკი ქარდავა დღეს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭაქვინჯის მოსახლეობას შეხვდება.

ქარდავა ადგილობრივებს ედპ-ს დასაქმების პროგრამას გააცნობს.

„უმუშევრობა ყველა ოჯახისთვის მთავარი პრობლემაა, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისთვის. საუბარი შეეხება სოფლის მეურნეობის საკითხებს და ედპ-ს ახალ ინიციატივას „დიასახლისის სტატუსის“ შემოღებასთან დაკავშირებით“ - აცხადებენ ედპ-ს პრესცენტრში.

ედპ-ს განახლებული პროგრამა რამდენიმე კანონის მიღებას ითვალისწინებს - დასაქმების, უმუშევრობის და ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის, გლეხური მეურნეობის სახელმწიფო მხარდაჭერის, მცირე ბიზნესის წახალისების და საპენსიო რეფორმის შესახებ.


ბეჭდვა