ბაქრაძემ ბუნდესტაგის წევრები არჩევნებზე დამკვირვებლად მოიწვია
ბაქრაძემ ბუნდესტაგის წევრები არჩევნებზე დამკვირვებლად მოიწვია
20:10 07.05.2012
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს გერმანიის ბუნდესტაგში საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და კომიტეტის წევრებთან შეხვედრა გამართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით ბაქრაძისა და ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის რუპრეხტ პოლენცის საუბრის ძირითადი თემა საქართველოში მიმდინარე პროცესები, საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმები და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება იყო.

ბაქრაძემ რუპრეხტ პოლენცს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მზადებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მან მომავალ არჩევნებში დამკვირვებლებად გერმანელი კანონმდებლები ოფიციალურად მოიწვია.

ბუნდეგსტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გერმანია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს არ სცნობს.

დავით ბაქრაძისა და რუპრეხტ პოლენცის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებაზე და ჩიკაგოს დაგეგმილ სამიტზეც გაამახვილეს ყურადღება.



ბეჭდვა