სოსო ცისკარიშვილი - ქართული დემოკრატია პოლიტიკური საფრთხეების ინკუბატორია
სოსო ცისკარიშვილი - ქართული დემოკრატია პოლიტიკური საფრთხეების ინკუბატორია
20:00 07.05.2012
„დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის“ წევრი სოსო ცისკარიშვილი ქართულ დემოკრატიას პოლიტიკური საფრთხეების ინკუბატორად მიიჩნევს. ამის შესახებ ცისკარიშვილმა სასტუმრო  „ქორთიარდ მარიოტში“ „საქართველოს დემოკრატიზაციის გზამკვლევის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.
ექსპერტმა საქართველოში დემოკრატიის ორმაგ სტანდარტზე ისაუბრა და ამის მაგალითად ის ფაქტი დაასახელა, რომ თბილისში მერის თანამდებობა არჩევითია, საქართველოს სხვა ქალაქებში კი - არა.
ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ქართული დემოკრატიის უმთავრესი საფრთხე კონსტიტუციური სამართლის მიხედვით ნეიტრალური სტრუქტურების - პოლიციის, კონტროლის პალატის და სხვა უწყებების პოლიტიზირებულობაა.
სოსო ცისკარიშვილი „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის“ წევრი, „საქართველოს დემოკრატიზაციის გზამკვლევის“ რედაქტორი და ერთ-ერთი ავტორია.


ბეჭდვა