ეროვნულ ბანკს ახალი უფლებამოსილება ეძლევა
ეროვნულ ბანკს ახალი უფლებამოსილება ეძლევა
19:38 07.05.2012
ეროვნულ ბანკს ახალი უფლებამოსილება ექნება. კერძოდ, ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება გადახდისუუნარობის საქმის  წარმოების დაწყებაზე სასამართლოს განცხადებით მიმართოს იმ იურიდიულ პირებთან მიმართებაში, რომლებიც ეროვნულ ბანკში დარეგისტრირებული არიან როგორც - „კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი”.

ამასთან დაკავშირებით „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” კანონში ცვლილებები შედის.

კანონპროექტის ინიციატორები პარლამენტის წევრები პავლე კუბლაშვილი, კახა ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა არიან. კანონპროექტზე მსჯელობა საპარლამენტო კომიტეტებს ჯერ არ დაუწყია.


ბეჭდვა