ლაშა თორდია დახურული ტიპის საპატიმროში გრძელვადიანი პაემნების შემოღებას ითხოვს
ლაშა თორდია დახურული ტიპის საპატიმროში გრძელვადიანი პაემნების შემოღებას ითხოვს
18:51 07.05.2012
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდია დახურული ტიპის საპატიმრო დაწესებულებებში გრძელვადიანი პაემნების შემოღებას ითხოვს.

აღნიშნული ცვლილების თაობაზე კანონპროექტი ლაშა თორდიამ მოამზადა.

კანონპროექტის თანახმად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ დახურული ტიპის საპატიმროებში გრძელვადიანი პაემნებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა 2015 წლამდე უნდა მოაწყოს.

ამჟამად, გრძელვადიანი პაემნები ღია და ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში მოქმედებს.

ბეჭდვა