„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, არჩევნებში მხარს მის პარტიას ამომრჩეველთა მინიმუმ 15 პროცენტი
დაუჭერს.
როგორც ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მათ პრორუსულობაში ადანაშაულებს, 15 პროცენტიანი შედეგი მინიმუმი იქნება.
იგი განმარტავს, რომ „დემოკრატიულ მოძრაობას“ პარტიაში 30 000-მდე რეგისტრირებული წევრი ჰყავს.
„ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ 30 000 ადამიანი გვიჭერს მხარს, თუმცა, მე ძალიან გამიჭირდება „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ისეთი პოლიტიკური ძალის დასახელება, რომელსაც ამ ოდენობის რეგისტრირებული წევრი ჰყავს“ - განაცხადა ბურჯანაძემ.
ამასთან, „დემოკრატიულ მოძრაობაში“ საარჩევნო ბლოკის შექმნის საკითხზე ჯერ არ მსჯელობენ, თუმცა, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერთან კახა კუკავასთან თანამშრომლობას“ არ გამორიცხავენ.
