საია დეპუტატის ასაკობრივი ცენზის 21 წლამდე დაწევის წინააღმდეგია
საია დეპუტატის ასაკობრივი ცენზის 21 წლამდე დაწევის წინააღმდეგია
15:11 07.05.2012
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” პარლამენტის წევრად 21 წლის ასაკიდან პირის არჩევას ეწინააღმდეგება და ამ ინიციატივას აკრიტიკებს. ამის შესახებ განცხადება საია-ს წევრმა თათული თოდუამ დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე გააკეთა.

თოდუას განმარტებით, თავის დროზე, დიდ ბრიტანეთში პარლამენტის წევრობის კანდიდატებისთვის დადგენილი მინიმალური ასაკის დაწევის გადაწყვეტილება არჩევნებში ახალგაზრდა ამომრჩევლის დაბალ აქტივობას უკავშირდებოდა.

„საქართველოს კონსტიტუციით დღეისთვის დადგენილი ასაკობრივი ზღვარი მოქმედებს ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, საბერძნეთში, იტალიაში, სომხეთში, აზერბაიჯანში და სხვა ქვეყნებში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც 21 წლიანი ასაკობრივი ზღვარია დადგენილი ორპალატიანი პარლამენტია და დაბალი ასაკობრივი ზღვარი მხოლოდ ქვედა პალატაზე ვრცელდება“ – განმარტა თათული თოდუამ.

მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პარლამენტი ერთპალატიანი უფრო მეტი არგუმენტი შესაძლოა არსებობდეს ასაკის ზღვარის დაწევის წინააღმდეგ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური კანონპროექტის ინიციატორებმა ცვლილებების მიღების საჭიროება ვერ გამოკვეთეს.

საკონსტიტუციო ცვლილებებით, პარლამენტის წევრად პირს 21 წლის ასაკიდან აირჩევენ.


ბეჭდვა